„ახლა არც მუხტი არსებობს იმის და არც რესურსი, რომ ვადამდელი არჩევნებისა და საარჩევნო კოდექსის შეცვლის მოთხოვნით გაუთავებელი მიტინგები ტარდებოდეს“, – ამის შესახებ მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ამ ოპოზიციურ ძალას ადამიანთა პულსზე ხელი არასოდეს ეკავა და ჩვენს პულსაციას ვერასდროს გრძნობდნენ. ასე რომ, თუ ვერც ახლა ვერ იგრძნობენ, არც ეს გამიკვირდება“, – განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.