logo_geo
eng_logo
ლანჩხუთში ნაპოვნ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით პროკურატურა ნუგზარ ცინცაძეს გამოჰკითხავს
- +

8 დეკემბერი. 2018. 11:42

 

 

გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ლანჩხუთის მერიის ყოფილი თანამშრომელი ნუგზარ ცინცაძე დღეს გამოიკითხება.

 

 გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორი ქეთევან ვაშაკიძე და მარეხ ორაგველიძე გამოძიებამ გუშინ გამოჰკითხა.

 

ისინი პროკურატურამ გამოკითხვაზე ერთ-ერთ მედიასაშუალებაში კახა ასკურავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებილი სიუჟეტის გასვლის შემდეგ დაიბარა.

 

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა მთავარ პროკურატურაში 3 დეკემბერს მას შემდეგ გამოიკითხა, რაც მან სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში გადაყრილი პირადობის მოწმობები აღმოაჩინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner