logo_geo
eng_logo
შსს-მ მიმდინარე წელს 116 ნარკორეალიზატორი დააკავა და 35 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო
- +

8 დეკემბერი. 2018. 14:03

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, 116 ნარკორეალიზატორი დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიციამ ამოიღო დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 35 კილოგრამი „ჰეროინი“, 6 კილო და 600 გრამი „კოკაინი“, 12 ათასამდე აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 3 კილოგრამამდე „მდმა“, ასევე, 1კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტი“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner