logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „გერმანული მოდელი“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოქმედ ჩანაწერს
- +

19 მაისი. 2016. 18:32



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოქმედ ჩანაწერს.


კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი განმარტავს, რომ „გერმანულ მოდელს" ეწოდება „პერსონალიზებული პროპორციული" საარჩევნო სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ გერმანული სისტემის მიხედვით, პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული სისტემით ნაწილდება. პროპორციული არჩევნები პერსონალიზებულია იმით, რომ სისტემის ფარგლებში 73 მაჟორიტარიც აირჩევა. თუმცა, მაჟორიტარული არჩევნები, პრაქტიკულად, არ ახდენს გავლენას 150 მანდატის განაწილების პროპორციაზე.



ოპონენტების შენიშვნაზე, რომლის თანახმად, „გერმანული მოდელის" მიხედვითაც, საბოლოოდ, პარლამენტში სიით მაინც 77 დეპუტატი შედის, კობახიძე განმარტავს, რომ სწორედ აქ უშვებენ ოპონენტები ნებსით თუ უნებლიეთ შეცდომას.



77 დეპუტატის პროპორციული სისტემით არჩევა არ ნიშნავს მათ სიით არჩევას. ჩანაწერი - პროპორციული სისტემით აირჩევა 77 პარლამენტის წევრი ნიშნავს იმას, რომ - ) 77 დეპუტატი აირჩევა სიით და ) 77 მანდატი სიებზე ნაწილდება მიღებული ხმების პროპორციულად. სწორედ ამასთან არის წინააღმდეგობაში გერმანული მოდელი, რომლის მიხედვითაც პარტიულ სიებზე არა 77, არამედ 150 მანდატი ნაწილდება მიღებული ხმების პროპორციულად", - აცხადებს კობახიძე.



კითხვაზე, კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებულია რესპუბლიკელების მიერ, რომლებიც ყველაზე მეტად კვალიფიციური იურისტებით იწონებენ თავს, კობახიძე აცხადებს:



ეს ფაქტი არის პირადად ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი. საქართველოს კონსტიტუციასთან გერმანული მოდელის წინააღმდეგობა საშუალო კვალიფიციის მქონე იურისტისთვისაც კი იმდენად ცხადია, რომ მის ინიცირებას არავითარი ახსნა არა აქვს. როგორი პოლიტიკური მიზანიც არ უნდა გამოძრავებდეს, პროფესიულ ღირსებაზე უარის თქმას არაფერი ამართლებს", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner