logo_geo
eng_logo
სკანდალური კადრები - სროლა თბილისის ცენტრში, სადაც პრეზიდენტის სიძე ფიგურირებს
- +

8 დეკემბერი. 2018. 21:14

 

 

„პრაიმტაიმმა“ მოიპოვა სკანდალური კადრები, რომელიც 26 ნოემბერს სანდრო ეულის ქუჩაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას ასახავს.

 

ფაქტი კაფე „სტრადასთან“ დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს. კადრებში ჩანს, თუ როგორ ისვრიან ერთმანეთის მიმართ „სტრადაში“ ახლაგაზრდა მამაკაცები. სროლის შედეგად ერთი პირი დაიჭრა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ტყვია კიდევ ერთ პირს მოხვდა, რომელსაც ბრონირებული ჟილეტი ეცვა.

 

კადრებში საქართველოს პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური ფიგურირებს, რომელსაც გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

მას ბრალი ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და დანაშაულის დაფარვის ფაქტზე წარუდგინეს. 

 

სამართალდამცველებმა მინდია გოგოჭური 6 დეკემბერს, თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე დააკავეს, სადაც გამოძიების ინფორმაციით, იგი იფარებდა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილ პირს გ.რ.-ს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ მინდია გოგოჭური და ბინაში მასთან ერთად მყოფი პირი შეეცადნენ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განადგურებას, რის გამოც მათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან გადაყარეს. ჩხრეკისას, სხვა მართლსაწინააღმდეგო ნივთებთან ერთად ამოღებულია ბრონირებული ჟილეტებიც.

 

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პრეზიდენტის სიძეს 8-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner