აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აპარატის უფროსი ჯონ კელი თანამდებობა წლის ბოლომდე დატოვებს.
BBC-ს ცნობით, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კელი თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ზეწოლის ქვეშ იყო. გარდა ამისა, წყაროზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ტრამპსა და კელის შორის ურთიერთობა დაიძაბა და ისინი საერთო ენას ვეღარ პოულობენ.
აშშ-ის ლიდერის თქმით, კელის შემცვლელს ორ-სამ დღეში დაასახელებს.