საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანია ძალიან აკლია ქვეყანას.
„სამწუხაროდ, რაც უფრო მეტი დრო გადის, რაც ზურაბ ჟვანია ამ ქვეყნად აღარ არის, მით უფრო ძლიერად ვგრძნობ მის უკმარისობას, პირველ რიგში პოლიტიკურ პროცესებში და ამ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესებში. ნამდვილად ძალიან აკლია ზურა დღევანდელ ჩვენს ქვეყანას, ამასვე ვუკავშირებ მის გარდაცვალებას, საჭირო იყო ის მოეცილებინათ, რომ შემდეგ მომხდარიყო ის, რაც მოხდა”, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს ზურაბ ჟვანიას დღეს 55 წელი შეუსრულდებოდა.