logo_geo
eng_logo
გენო პეტრიაშვილმა რუსეთში საერთაშორისო ტურნირი „ალანები“ მოიგო!
- +

9 დეკემბერი. 2018. 23:20

 

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა (- 125 კგ), თავის ოქროს მედლების კოლექციას ერთიც შემატა. ტიტულოვანმა ქართველმა ფალავანმა, რუსეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირ „ალანებზე“ ფინალურ შეხვედრაშიც ბრწყინვალედ იასპარეზა და ირანელი ჯაბელ სადეზადეხი უშანსოდ – 10:1 დაამარცხა.

 

პირველი პერიოდი გენომ 4:0 მოიგო, რასაც მეორის დასაწყისში კიდევ სამი ქულა შემატა და 7:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ გორელ ოლიმპიურ პრიზიორს, შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია და საბოლოდ მეტოქე, როგორც უკვე აღვნიშნეთ 10:1 გაანადგურა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner