ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს ზურა 55 წლის გახდებოდა!
ვფიქრობდი რა დამეწერა და გადავწყვიტე ამეტვირთა გოგა ხაინდრავას ფილმი ზურაზე, რომელშიც ზურა თვითონ საუბრობს საქართველოს უახლესი ისტორიის ზოგიერთ დეტალზე და თავის როლზე ამ მოვლენებში.
ბოდიშს გიხდით იმის გამო, რომ ვიდეოფაილი გარკვეული ხარვეზებით აიტვირთა - ფონური მუსიკა იკარგება ხოლმე, თუმცა ზურას მონათხრობი ხარვეზის გარეშე მიმდინარეობს“, - წერს გოგლა ჟვანია.