სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა ამომრჩეველთა 70 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ამომრჩეველთა აქტივობამ გუშინ გამართულ არჩევნებზე 49 % შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში ქვეყნის პარლამენტში ვერ გავიდა ყოფილი მმართველი „რესპუბლიკური პარტია“. მათ ამომრჩეველთა ხმების 4,7 % მიიღეს, ხოლო პარლამენტში მოსახვედრად საჭირო იყო 5 %-იანი ბარიერის გადალახვა.
არჩევნებში სულ ხუთი ბლოკი და ცხრა პარტია მონაწილეობდა. ფაშინიანის ბლოკი „ჩემი ნაბიჯი“ პირობას დებს, რომ კორუფციის აღმოფხვრისთვის ყველაფერს გააკეთებს და ეკონომიკის რეფორმირებას დაიწყებს.