logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში მშენებლობებთან დაკავშირებით ზედამხედველობა გამკაცრდება
- +

10 დეკემბერი. 2018. 11:06

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში მშენებლობებთან დაკავშირებით ზედამხედველობა კიდევ უფრო გამკაცრდება, მაგრამ ბიზნესს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა.

 

 

„პირადად ვარ ნებისმიერი ქაოტური და ნებისმიერი ნებართვისგან აცდენილი მშენებლობის წინააღმდეგი. მოსვლისთანავე პირველი რაც გავაკეთე, მოხდა ახალ ბულვარში ბენზინგასამართი სადგურის დემონტაჟი. ეს არის კონკრეტული საქმე, რაც ასახავს ჩემი და ჩვენი გუნდის პოზიციას. რაც შეეხება ჩემს კომენტარს კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებით, ეს არის მართლაც ძალიან ვიწრო ჯგუფი, რომელიც ახდენს საზოგადოებაში გარკვეული ინტერპრეტაციების შეტანას.

 

ქაოტური მშენებლობების მიმართულებით ზედამხედველობა კიდევ უფრო გამკაცრდება, მაგრამ ბიზნესს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა. ვერავის მივცემთ უფლებას, დასაქმებულ მოსახლეობას შეუჩეროს შემოსავლის წყარო, არავის მივცემ უფლებას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები გაჩერდეს“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner