ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ანსამბლ „სუხიშვილებზე" და ზოგადად ქართული კულტურის აღორძინება- განვითარებაზე უფრო მეტად უნდა იზრუნოს.
„ბათუმის საბაგიროს ფასი 15 ლარი გახდა...
აქ რა მოსატანია, მაგრამ თუ რამე უნდა გაძვირდეს და დასაფასებელი გახდეს, ეს ჩვენი კულტურული და სულიერი საგანძურის ნახვა და დათვალიერება უნდა იყოს....
მათგან უპირველესია ჩვენი ქართული ცეკვა და შესაბამისად ამ დარგის მედროშე - „სუხიშვილები". აი, მართლაც რა უნდა იყოს ძვირი და „საუცხოო." ჩემი ახლო ურთიერთობის გამო, კარგად ვიცი მათი მუშაობის რეჟიმიც და სტილიც. შავი მუშა თუ გაეჯიბრება მხოლოდ!
დასვენების დღეები, შვებულება, შაბათ-კვირა და თავისუფალი საღამო მათთვის არ არსებობს... პლიუსზე და მინუსზე ისინი არ მღერიან და ცეკვა ხომ უბრალოდ წარმოუდგენელია... აი, მათ მივხედოთ და დავაფასოთ მათი შრომა... თვეობით რომ მოწყვეტილები არიან ოჯახს, შვილებს... არავითარი პირადული ლამის აღარ აქვთ და მხოლოდ საქმის და ამ დარგის დიდი ფუძემდებელების ერთგულნი რომ არიან...
კიდევ ერთხელ: ესაა ჯეროვნად დასაფასებელი... მთავრობას მივმართავ - კეთილი ინებეთ და მიხედეთ და იზრუნეთ, - სტუმრებთან ხომ თავი მოგაქვთ?! ხომ მოგწონთ ქალების ნარნარი ცეკვა და ვაჟების მუხლებზე როკვა? აბა, იკითხეთ, დაინტერესდით რის ფასადაა ეს ყველაფერი? გინდათ თუ არ გინდათ, ჩვენი ქვეყნის პასპორტი და ბრენდი სვეტიცხოვლის, ჯვარის და ალავერდის (და სხვა არქიტექტურული ძეგლების) შემდეგ სწორედ „სუხიშვილები" არიან და თუ არ მოვუფრთხულდებით, მხოლოდ მათი ერთგულებით და პროფესიონალიზმით ნუ გავიზულუქებთ თავებს... ღვინო, ხინკალი და ხაჭაპური კარგია, მაგრამ 5-7 წუთში გადის ეს სიამოვნება (იქნებ ზოგს სულაც არ უნდა დატვირთვა?!) ამ ეროვნული ცეკვის ანსამბლს კი მაყურებელი და მომწონებელი არათუ აკლია, ბევრი მათთვის სხვადასხვა ქალქებში ჩადის რომ ერთხელ მაინც დაესწროს...
ჩვენ კი შინაური მღვდლის სინდრომით დაავადებულებს ყარყატის პოზით ყოყოჩობის გარდა არაფერი შეგვრჩენია.... მოვუაროთ, მოვუაროთ, მოვუაროთ „სუხიშვილებს"!- წერს სიამაშვილი.