თბილისის მერი, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მმართველ გუნდში დაგეგმილ ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას „სისულელეს“ უწოდებს.
„სისულელეზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ, ეს არის სისულელე. ცვლილებები აუცილებელი და მნიშვნელოვანია, როცა იქნება ამის საჭიროება, აუცილებლად იქნება ცნობილი თქვენთვის და საზოგადოებისთვის. გადახალისება იქნება, როცა ამის საჭიროება და დრო დადგება, აუცილებლად იქნება ცნობილი თქვენთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.