logo_geo
eng_logo
ლაშა ჟვანია: ველოდებით ოფიციალურ დადასტურებას, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციას ქვეყნების პირველი პირებიც დაესწრებიან
- +

10 დეკემბერი. 2018. 14:16

 

 

ახალარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას ქვეყნების პირველი პირებიც დაესწრებიან, თუმცა ამის შესახებ ჯერ მხოლოდ არაოფიციალური ინფორმაცია არსებობს.

 

„სტუმრების სიას რაც შეეხება, აქ არის საუბარი დადასტურებებზე. დღის ბოლომდე ველოდებით საბოლოო დადასტურებას“,- აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

 

რაც შეეხება ინაუგურაციის დეტალებს, ჟვანიას განცხადებით, არჩეული პრეზიდენტის სურვილია, გმირთა მემორიალთან პატივი მიაგოს დაღუპულთა ხსოვნას.

 

„მთაწმინდის პანთეონის მონახულება პროტოკოლით არის განსაზღვრული“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner