ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2018 წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტით იყო დაგეგმილი.
„მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 4,5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ათი თვის მონაცემებით კი, 5 პროცენტია. ეკონომიკურმა ზრდამ დაახლოებით 250 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი მოგვცა. ეს ნაწილდება მუნიციპალიტეტებზე, ასევე 200 მილიონი ლარია ბიუჯეტში“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ.