logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: პურის ფასის ზრდა შესაძლოა არასამართლიან კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული
- +

10 დეკემბერი. 2018. 15:02

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პურის ფასის ზრდა შესაძლოა არასამართლიან კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული.

 

 

„მინდა შევეხო დღევანდელ ინფორმაციას, რომ მოხდება პურის ფასის მკვეთრი ზრდა. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ შეიძლება საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან. მინდა, შესაბამის ორგანოებს მივმართო, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში, რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner