logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: 600 000 მოქალაქე 2019 წელს შეძლებს შეხვდეს ვალების გარეშე და არ იქნება დარეგისტრირებული ე.წ. შავ სიაში
- +

10 დეკემბერი. 2018. 15:03

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ დაახლოებით 600 000 მოქალაქე 2019 წელს შეძლებს შეხვდეს ვალების გარეშე და არ იქნება დარეგისტრირებული ე.წ. შავ სიაში.

 

 

„საქართველოში მკვიდრდება სამართლიანი თამაშის წესები და ამის ერთ-ერთი გამოხატულება არის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა. ჭარბვალიანობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მტკივნეული გამოწვევა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი რომელსაც გადავდგამთ, არის ის, რომ დაახლოებით 600 000 მოქალაქე 2019 წელს შეძლებს შეხვდეს ვალების გარეშე და არ იყოს დარეგისტრირებული ე.წ. შავ სიაში. ჩვენი ოპონენტებისგან იყო მცდელობა ამ ინიციატივისთვის ჩრდილის მიყენების. ბუნებრივია, ეს მათ არ გამოუვიდათ. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ პრობლემების მოგვარებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ მოგვარების წესებსა და თარიღებზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner