logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: მექმნება შთაბეჭდილება, რომ შევარდნაძე საფლავიდან მართავს პოლიტიკურ პროცესებს!
- +

19 მაისი. 2016. 22:39


 

მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით სხვადასხვა პარტიების მიერ ე.წ. ახალი სახეების წამოწევა წინასაარჩევნოდ სასაცილოა, რადგან სინამდვილეში „ახალი სახეები" შევარდნაძისა და სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მინისტრები არიან.  

 

„ციკლიდან- გვეშველება რამე?

იქითაც და აქეთაც შევარდნაძის მოწაფეები ყოფილან ახალი სახეები. იქით მხარეს კუპონის გამოგონებლები, შევარდნაძე- სააკაშვილის მთავრობის მინისტრის მოადგილეები. აქეთ მხარეს მოქალაქეთა კავშირის პარლამენტარები და შევარდნაძის მთავრობის წევრები.

 

ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ესაა ახალი სახეები?  შთაბეჭდილება მექმნება, რომ შევარდნაძე საფლავიდან მართავს პოლიტიკურ პროცესებს და არჩევნების წინ პოლიტიკურ გუნდებს ის აკომპლექტებს.

 

ამიტომ პასუხი კითხვაზე უცვლელია- გვეშველება რამე?- არა ბატონებო, ასე ნამდვილად არ გვეშველება!"- აღნიშნავს ბრეგაძე. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner