თბილისის 136-ე საჯარო სკოლის დირექტორი ელიზაბეტ ბადაშვილი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე პოსტს ავრცელებს, რომელშიც სკოლის ტერიტორიაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის უკანონოდ შესვლისა და გადაღების ფაქტს აღწერს.
„ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის თანამშრომლები ასე არ უნდა იქცეოდნენ. დაარღვიეს სკოლის შინაგანაწესი, შემოვიდნენ სკოლაში, არ გაიარეს რეგისტრაცია, არ აიღეს საშვი, არ იკითხეს დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერზე სკოლაში. პირდაპირ გაემართნენ სპორტული დარბაზისკენ. გადაუღეს კადრები კიბის ქვეშ მოგროვილ მაკულატურას, რომელსაც მოსწავლეთა თვითმმართველობა აგროვებს პროექტის ფარგლებში, პედაგოგის წინააღმდეგობის მიუხედავად შევიდნენ დარბაზში და აწარმოეს უნებართვო გადაღება. ჩემი თხოვნა იმის შესახებ რომ დამლოდებოდნენ10 წუთი და კანონის ფარგლებში, მე თავად გადავაღებინებდი ყველაფერს - უგულებელყვეს. რაც მთავარია, არ ჰქონდათ თქვენი ლოგო. გთხოვთ, მიიღოთ ზომები, რომ აღარ განმეორდეს ძალადობრივი შემოჭრები. ფაქტი მოხდა 5 გაკვეთილის შემდეგ შესვენებაზე“, - წერს სკოლის დირექტორი.