„გერმანული მოდელი ჩვეულებრივი პროპორციული სისტემაა და ჩემთვის მისაღები არაა," - განაცხადა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.
"არა მგონია, გარდა გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურისა, გერმანული მოდელი ზოგადად რამისთვის იყოს სასარგებლო. ოპოზიციას ისეთი საარჩევნო ფორმულა უნდა, რომელიც ხელისუფლების წარმატებას ყველა შემთხვევაში გამორიცხავს, მაგრამ რა საარჩევნო სისტემაც არ უნდა იყოს, "ქართული ოცნება" არჩევნებს მაინც მოიგებს", - განაცხადა ფოფხაძემ.
მისი თქმით, მაჟორიტარული სისტემა უფრო სწორია.
„იმ დეპუტატებმა, რომლებსაც მიგვაჩნდა, რომ მაჟორიტარული სისტემა უფრო სწორია, პოზიცია დავთმეთ, მაგრამ ვფიქრობ, ამომრჩეველი უფრო ახლოსაა პარლამენტთან, როცა კონკრეტულ სახელს და გვარს ხაზავს, ვიდრე მაშინ, როცა სიას ხაზავს", - განაცხადა ფოფხაძემ.