საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით მათიკაშვილი „გაერთიანებული ოპოზიციის“ მოთხოვნას ეხმაურება, რომ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატის რეგისტრაცია გაუუქმდეს. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციისგან არაადეკვატური განცხადებები პირველი არ არის.
„ნაციონალური მოძრაობა“ წაგების აგონიიდან ვერ გამოვიდა. ფიქრობს, აცხადებს და აჟღერებს გაუგონარ და წარმოუდგენელ საკითხებს. ჯობია, დემოკრატიის პრინციპებს ყველამ პატივი სცეს, დამარცხება აღიაროს და იმ არჩევნებისთვის მოემზადოს, რომელიც საქართველოს 2020 წლისთვის ელოდება. თუმცა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი, თუ რა რესურსით და ძალით მივა „ნაციონალური მოძრაობა“ 2020 წლის არჩევნებამდე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სახე, თუნდაც არჩევნების შემდგომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც დესტაბილიზაციასა და ქაოსისკენ მოუწოდებდა. ასე რომ, 2020 წლისთვის მოვემზადოთ და არაადეკვატურ განცხადებებს შევეშვათ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.