logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარანი: ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრის სარეზერვო ფონდის გაუქმება არ იგეგმება
- +

10 დეკემბერი. 2018. 19:03

 

 

პრემიერ-მინისტრის სარეზერვო ფონდის გაუქმება არ იგეგმება. თუმცა როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, მსჯელობა მიმდინარეობს იმაზე, თუ ზოგადად როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სარეზერვო ფონდები.

 

„ამ ეტაპზე არაფერი მსგავსი არ იგეგმება. მიმდინარეობს იმაზე საუბარი და მსჯელობა, თუ როგორ და რა სახით უნდა დარჩეს ზოგადად სარეზერვო ფონდები",- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებას, მინისტრის განცხადებით, ეს განპირობებულია იმ უფლებამოსილებით, რაც ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს ექნება.

 

„ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებამოსილება შემცირდა. მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ უფლებების ადეკვატური ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ამ ეტაპზე ჩაითვალა საჭიროდ, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ამ სახით, როგორც არის, არ უნდა არსებობდეს. კონსულტაციები გაგრძელდება და საბოლოო ჯამში რა სახით ჩამოყალიბდება, დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია. მე როგორც ვიცი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც აღიარებს, რომ სარეზერვო ფონდი ამ სახით არ უნდა იყოს",- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner