„ხალხს სტრატეგიული მიმართულებები, გეგმები, კონკრეტული საქმეები უნდა წარვუდგინოთ, ვინ როგორ მოერგება ახალ შეთავაზებებს, ეს ჯერ მეორეხარისხოვანია“,- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გორგი ვოლსკიმ შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.
„პრემიერმა სიტუაცია ძალიან კარგად და ფართოდ განმარტა. საზოგადოებას ვთავაზობთ განვითარების მიმართულებებს, ამის შემდეგ გახდება მნიშვნელოვანი, ვინ უნდა აღასრულოს. დღეს პრემიერმა დიდ ნაწილზე ისაუბრა, თუმცა არასრულად. ინაუგურაციის შემდეგ, როცა საქმიანობა აქტიურ ფაზაში შევა მომავალი წლის ბიუჯეტის ასათვისებლად, ინფორმაცია გაცილებით მეტი იქნება შესაბამის საკადრო ცვლილებებზე, თუ ეს საჭირო იქნება. დაველოდოთ და ამ საკითხს საქმიანად მივუდგეთ. ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით, რომ კონკრეტულად გვარებზე ვილაპარაკოთ, ვინ მიდის და ვინ მოდის. ეს, სკანდალის მაძიებლის გარდა, არავის არ აინტერესებს“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.