პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი იმედოვნებს, რომ ინაუგურაცია დასამახსოვრებელი იქნება.
„იმედი მაქვს, რომ ნაკლები დანახარჯებით და საკმაოდ წარმომადგენლობითი ინაუგურაცია ჩვენთვის ყველასთვის და მომავალი თაობებისთვის დასამახსოვრებელი იქნება. ვფიქრობ, ფიცის დადებაც საკმაოდ შთამბეჭდავი ღონისძიება იქნება. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის არჩევით საზოგადოებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამაში საზოგადოების ის ნაწილიც დარწმუნდება, ვინც ხმა მის საწინააღმდეგოდ მისცა”,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.