logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: თუ ვახტანგ ხმალაძე დამიმტკიცებს, რომ 150 უდრის 77-ს, შეიძლება ხელები ავწიო!
- +

19 მაისი. 2016. 23:37


 

„საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით გერმანული მოდელის შემოღება შეუძლებელია," - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა 2030-ში.


„გერმანული მოდელის შემოღებას უპირობოდ ესაჭიროება საკონსტიტუციო ცვლილებები. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ასეთი საკითხები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ პოლიტიკურ ელიტაში იურიდიული კვალიფიკაციის დონე ძალიან დაბალია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისი თქმით, გერმანულ მოდელსა და საქართველოს კონსტიტუციის მოქმედ ჩანაწერს შორის პირდაპირი წინააღმდეგობა არსებობს.


„გერმანულ მოდელსა და საქართველოს კონსტიტუციის მოქმედ ჩანაწერს შორის პირდაპირი წინააღმდეგობა არსებობს. ბატონი ვახტანგ ხმალაძე ამტკიცებს, რომ 150 უდრის 77- და თუ ის ამას დამიმტკიცებს, შეიძლება, ხელები ავწიო. მოდელის მიზანშეწონილობაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, მაგრამ მიზანშეწონილობა ერთი საკითხია და კონსტიტუციურობა - მეორე. საქართველოს პარლამენტში არ არსებობს იმის პრაქტიკული შანსი, რომ ეს ცვლილებები გავიდეს", - განაცხადა   „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner