logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: დასაჭერია ეს კაცი!
- +

11 დეკემბერი. 2018. 12:49

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის „თოჯინად“ მოხსენიებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილი ტრადიციულად გვაოცებს თავისი დისკრიმინაციული, ქსენოფობიური სიძულვილის ენით.

 

მისი თქმით, დასანანია, რომ სააკაშვილი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო.

 

„საერთოდ რა ესაქმება უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან? თვითონვე თქვა უარი უკრაინის მოქალაქეობის მიღებით საქართველოს მოქალაქეობაზე. უკრაინიდან გაძევების შემდეგ კვლავ ცდილობს, დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში. ასეთი ფორმით, სიძულვილით, დაუმორჩილებლობითა და რევოლუციისკენ მოწოდებით, მოხვდება „მატროსოვის ციხეში“, სადაც უკვე უნდა იყოს. გასულია მომსახურების ზონიდან და დასაჭერია ეგ კაცი“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner