თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის ბიუჯეტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ თუ ოპოზიციას ექნება ისეთი შენიშვნები, რომელიც არ იქნება აზრს მოკლებული, მერია გაითვალისწინებს.
„უფასო სასადილოებზე ჩვენ გავზარდეთ დაფინანსება. ეს რომ გამოვაცხადეთ, ამის შემდეგ დაიწყო ოპოზიციამ საუბარი, უნდოდათ, რომ მიეწერათ, თუმცა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დედაქალაქს ჰყავს პასუხისმგებლიანი მთავრობა და საკრებულო, რომელიც სწორად გეგმავს ბიუჯეტს, აცნობიერებს იმ საჭიროებებს და ვალდებულებებს, რომელიც სჭირდება დედაქალაქს და მის მოსახლეობას. თუ მათ აქვთ შენიშვნები, რომლებიც აზრს მოკლებული არ არის, ჩვენ მზად ვართ, გავითვალისწინოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.