პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქალის მიმართ ასეთი გამონათქვამი წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია.
„რაც არ უნდა არ მოგწონდეს შენი ოპონენტი, რაც არ უნდა არ ეთანხმებოდე, პიროვნული შეურაცხყოფა ყოვლად მიუღებელია. არც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, არც აშშ-ში, ასეთი სიტყვებით ადამიანები, მითუმეტეს პოლიტიკოსები ერთმანეთს არ მიმართავენ. სააკაშვილი მიუღებელი ფორმებით ცდილობს, ადამიანებს მიაყენოს შეურაცხყოფა. სიმართლე გითხრათ, მისგან ასეთი რამ არ მიკვირს. სააკაშვილი აღიარებს თუ არა მოსახლეობის გადაწყვეტილებას, ეს მხოლოდ მისი საქმეა. ჩვენი საქმეა, ყური დავუგდოთ ხალხის გადაწყვეტილებას ზუსტად ისე, როგორც ამას ჩვენი ხალხი ამბობს", - განაცხადა სოფიო კილაძემ.