თბილისის სამგორის რაიონის გამგებელად გიორგი ბაგრატიონი ინიშნება.
სამგორის რაიონის ახალ გამგებელს საკრებულოში იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ხვალ წარადგენს.
გიორგი ბაგრატიონი სხვადასხვა დროს თბილისის მერიის სტრუქტურებში მუშაობდა.
სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობას მამუკა ჩოქური იკავებდა.