logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში ქართველი მეცნიერების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
- +

11 დეკემბერი. 2018. 15:00

 

 

განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დაესწრო ახალგაზრდა და ღვაწლმოსილი მეცნიერების დაჯილდოების ცერემონიას, რომელთაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო გადაეცათ. გამარჯვებულები კონკურსის გზით გამოვლინდნენ.  დაჯილდოების ცერემონია კი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.

 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის ნომინაციაში ჯილდო გადასცა სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მოღვაწე მეცნიერს ვახტანგ ჭარაიას.

 

მარიამ ჯაშმა ქართველ მეცნიერებს მიულოცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო და წარმატებები უსურვა.

 

„ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ქართველი მეცნიერების ხელშეწყობა და სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესება. ევროკომისიასთან და ჰორიზონტ 2020-თან ერთობლივი თანამშრომლობით ჩვენ შემუშავებული გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები, თუ ეტაპობრივად როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ქართული მეცნიერების შესაძლებლობები. იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ ასევე მივუახლოვდებით მსოფლიო ბანკის რეკომენდაციას, რომ მთლიანი შიდა პროდუქციის სულ მცირე 1% იყოს უზრუნველყოფილი კვლევებისა და მეცნიერების ხელშესაწყობად“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner