logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: მარტვილის არა, გრანდ კანიონს ყიდულობს! ამაზონის ტყეებს და ანტარქტიდას!
- +

20 მაისი. 2016. 02:02



ჟურნალისტი გიორგი უძილაური ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა მარტვილის კანიონი იყიდოს, სოციალურ ქსელში ეხმიანება:


„მარტვილის არა, გრანდ კანიონს ყიდულობს! ამაზონის ტყეებს და ანტარქტიდას!.. მახათი მოგიბლაგვდათ თქვე გადურშლაგებულო კვერცხებო...

ხო, და კიდევ ერთი: ამ მარტვილის გამგებელს საყოველთაო ჯანდაცვა არ ეხება?"- წერს უძილაური.



„ბოტანიკური ბაღის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა მარტვილის კანიონით დაინტერესდეს. ადგილობრივი ხელისუფლება უკვე მზად არის უნიკალური ტერიტორიის გასხვისებაზე ტენდერი გამოაცხადოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტეროტორია მოსახლეობის ნაწილის ერთადერთი შემოსავლის წყაროა, რამდენიმე თვეა კანიონი, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის დაკეტილია."- ავრცელებს რუსთავი 2.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner