logo_geo
eng_logo
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- +

11 დეკემბერი. 2018. 16:38

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.

 

მისი განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 4.5%-ის ოდენობით ეკონომიკური ზრდით, თუმცა, გაზრდილია ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი და 4,5%-ის ნაცვლად ის შეადგენს 5%-ს.

 

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმიური მაჩვენებელი გაიზარდა 240.0 მლნ ლარით და განახლებული პროგნოზი შეადგენს 10 500.0 მლნ ლარს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლის პროგნოზიიზრდება 200.0 მლნ ლარით და შეადგენს 9 690.0 მლნ ლარს.

 

გრანტების სახით მისაღები შემოსავლები მცირდება 74 მლნ ლარით.

 

 

მათ შორის საბიუჯეტო დახმარებების სახით მისაღები გრანტები მცირდება 50,0 მლნ ლარით, ვინაიდან შესაძლებელია ევროკავშირიდან მისაღები გრანტები მიღება ნაცვლად 2018 წლისდეკემბრისა ჩამოირიცხოს 2019 წლის იანვარში. საინვესტიციო პროექტებზე გამოყოფილი გრანტების მოცულობა მცირდება 24,3 მლნ ლარის ოდენობით“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

 

მისივე თქმით, არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაციის)სახით მისაღები თანხების გეგმა იზრდება 40,0 მლნ ლარით; ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი გაიზარდა 20,0 მლნ ლარით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა შემცირებულია 201.0 მლნ ლარით დაგანსაზღვრულია 1 785.8 მლნ ლარის ოდენობით.

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 450.7 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: შემოსავლები - დამტკიცებულ გეგმასთან შედარებითგაზრდილია 150.7 მლნ ლარით და შეადგენს 10 464.9 მლნ ლარს.

 

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები იზრდება 7.8 მლნ ლარით და განისაზღვრება 12 467.3 მლნ ლარით.

 

გიორგი კაკაურიძემ მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით წარმოდგენილ ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ყველაზე დიდი ცვლილება შედის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში, სადაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 269 მლნ ლარით ხდება შემცირება.

 

გასათვალისწინებელია, რომ 2018 წელს დაგეგმილი იყო მასშტაბური საგზაო პროექტების დაწყება, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი და ჩრდილოეთი-სამხრეთი მაგისტრალის ურთულესი მონაკვეთი (ქვეშეთი-კობი). აღნიშნული პროექტები გამოირჩევა კომპლექსურობით და წინა მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივი და რთული ეტაპებით, შესაბამისად პროექტები ნაწილობრივ გადაინაცვლებსშემდეგ წლებში. გასათვალისწინებელია, რომ რიკოთის მონაკვეთის 4 კომპონენტიდან მიმდინარე წელს პირველი ტრანშები გადაირიცხება ორ მონაკვეთზე. ზოგიერთი პროექტის შესრულების ვადების გადაწევასთან ერთად ბიუჯეტში ხდება ამპროექტებისთვის დონორების მიერ გამოყოფილი საკრედიტო რესურსების კორექტირებაც“, - განმარტა მომხსენებელმა.

 

მისი თქმით, დევნილთა სახლების შეძენისათვის დამატებით 45 მლნ ლარი გამოიყოფა, რითაც 500-ზე მეტი დევნილი ოჯახისდაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი.

 

გიორგი კაკაურიძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ასიგნება იზრდება 21 მლნ ლარით და განისაზღვრა 142.0 მლნ ლარით. დამატებითი 17 მლნ ლარის გამოყოფა ხორციელდება სტრასბურგსა და ლონდონში საქართველოს დიპლომატიური მისიებისათვის შენობების შეძენის მიზნით. მომხსენებლის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება იზრდება 27.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 596.6 მლნ ლარით, მათ შორის 17 მლნ ლარით იზრდება სამინისტროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების და სხვა მიმდინარე ხარჯები, ხოლო 10 მლნ ლარით სამინისტროს ინფრასტრუქტურული ნაწილი.

 

  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაფინანსება იზრდება 4.2 მლნ ლარით და განისაზღვრება 86.2 მლნ ლარით. დაფინანსება იზრდება სამსახურის აღჭურვის ხარჯების დაფინანსებისათვის, ასევე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისნაწილობრივ დაფინანსებისთვის;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 3 მლნ ლარით;
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 5 მლნ ლარით და განისაზღვრება 807.0 მლნ ლარით;
  • სახელმწიფო დაცვის სამსახურის დაფინანსება სამსახურის აღჭურვისათვის იზრდება 1 მლნ ლარით და განისაზღვრება 56.5 მლნ ლარით;

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს.

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენისთვის წარმოადგინა საქართველოს ორგანული კანონის პროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოსადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

კანონპროექტის თანახმად, სესხის ლარში გაცემის 100 000 ლარიანი ზღვარი იზრდება 200 000 ლარამდე და გავრცელდება, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე. ასევე, ლიზინგით საგნის გაცემაზე გავრცელდება მოთხოვნები საპროცენტოგანაკვეთთან, საკომისიოსთან, ფინანსურ ხარჯთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ პროექტებთან ერთად. საკანონმდებლო პაკეტისხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ წარადგინა.

 

კანონპროექტით ხდება უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების პროცედურების გამართვა. ასევე, სამსახურში მიღების, სამსახურის გავლისა და სამსახურიდან დათხოვნის ზოგიერთისაკითხის მეტი მოწესრიგება, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირთათვის შეტყობინების გაგზავნის ქმედითი სისტემის შექმნა, დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიებისდაწესება.

 

როგორც მომხსენებელმა განმარტა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებად მიზანშეწონილია, შესაბამის კანონებთან ერთად, საქართველოს მთავრობის დადგენილებები და განკარგულებები ასევე, სხვაშესაბამისი სამართლებრივი აქტები დასახელდეს.

 

ანზორ ჩუბინიძის განმარტებით, კანონის შესაბამისი პუნქტი ითვალისწინებს უფლებამოსილების ვადის გასვლის/შეწყვეტის შემდეგ, სავალდებულო წესით დაცვის ერთი წლით შენარჩუნებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა დაპარლამენტის თავმჯდომარისთვის. პროექტის თანახმად, საქართველოს პრემიერმინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის გასვლისშემდეგ, მათივე ოჯახის წევრებს და სამსახურის სხვა დასაცავ პირებს დაცვა შეიძლება დაენიშნოთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე და იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ პირთა უფლებამოსილებისშეწყვეტა არ იქნება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და დანაშაულის ჩადენის შედეგი.

 

პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს არა მხოლოდ სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხებს, არამედ - დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესს, დაცვის განხორციელების პირობებს და მინიმალურ სტანდარტებს.

 

სამსახური თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.

 

კანონის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტის ახალი რედაქციით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ შესაძლებლობის მიღებისთანავე შეატყობინოს თავის უშუალო უფროსსდა სამსახურის სამორიგეო ქვედანაყოფს.

 

კანონს ემატება პუნქტი, რომლის თანახმად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განსაკუთრებულ გარემოებებში, კერძოდ, სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა უსაფრთხოების მიზნით „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანისსიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილიასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სამსახური ასევე ანაზღაურებს ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

 

კომიტეტის წევრებმა მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ პროექტებთან ერთად.

 

კანონპროექტი აწესრიგებს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაონავსადგურში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საავტომობილო გზებით სარგებლობისას შეზღუდვებთან და აკრძალვებთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner