დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრის მიერ ახალი პროგრამის შეძენის საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარების სადისპეტჩეროები ყოველთვის პრიორიტეტით მუშაობდნენ. ახლანდელი განახლება ის იქნება, რომ უფრო დახვეწილად იყოს ეს და შემოკლდეს გამოძახებიდან ადგილზე მისვლის დრო.
„სასწრაფო დახმარების სადისპეტჩეროები ყოველთვის პრიორიტეტით მუშაობდნენ და რაიმე პრინციპული სიახლე ამ მხრივ არ არის. პრიორიტეტის დედააზრი არის ის, რომ როცა არის ორი გამოძახება და არის ერთი თავისუფალი ბრიგადა, რომელს მიანიჭო პრიორიტეტი- ავტოსაგზაო შემთხვევას მრავლობითი დაზიანებით თუ მაღალ ტემპერატურას. სადისპეტჩერო ტრიაჟი ჰქვია ამას. ამ პროგრამების განახლება მუდმივად ხდება. სადისპეტჩეროები ყოველთვის ამ პრიორიტეტებით მუშაობდნენ. ახლანდელი განახლება იქნება, რომ უფრო დახვეწილად იყოს ეს და შემოკლდეს გამოძახებიდან ადგილზე მისვლის დრო",- განაცხადა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრმა შეიძინა ახალი პროგრამა, რომლის მიხედვითაც, სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე პრიორიტეტის მიხედვით მივა.