„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 95%-მდე პრობლემური სესხი მოხვედრილია სესხების პატიების პროგრამაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა „TV პირველის“ ეთერში „ლევან ჩხაიძის დღის ამბებში“ ჩართვისას.
როგორც მან განმარტა, ამ კატეგორიაში მოხვდა იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პრობლემური სესხები, რომლებმაც წინასწარი თანხმობა განაცხადეს პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე.
ამჟამად, ფონდ „ქართუსა“ და აღნიშნულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის მიმდინარეობს სიების დაზუსტების პროცესი და მონაცემები ეტაპობრივად აიტვირთება ვებგვერდზე www.vali.ge