logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: ჩემო ბიძინა და ეკა! ვიზიარებ თქვენს მწუხარებას...
- +

11 დეკემბერი. 2018. 17:36

 

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დედის ციცინო ივანიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

 

 

„ჩემო ბიძინა და ეკა!

ვიზიარებ თქვენს მწუხარებას დედის გარდაცვალების გამო. ვფიქრობ, რომ ასეთ მძიმე მომენტში ქართველი ერი თქვენ გვერდითაა და ჭირისუფლობს იმ განცდას, რომელიც მძიმე გადასატანია.

ბატონო ბიძინა, ასევე მინდა, რომ ბოდიში მოვუხადოთ დედათქვენს იმ ტკივილის გამო, რომელიც მავანმა და მავანმა მიაყენა, რადგან ის განცდა დედისთვის, როცა უმართებლოდ, უსამართლოდ ლანძღავენ, ცილს სწამებენ მის შვილს, აუტანელი ტკივილია. მე ერთხელ ეს აღვნიშნე კიდეც, თუმცა მგონია, რომ ქართველთა უმეტეს ნაწილს, უნდა, რომ იგივე უთხრას ქალბატონ ციცინოს, რადგან როდესაც დამბრალებელნი გმტრობენ, ამით ქვეყანასაც განუდგებიან, პასუხი კი იქვე უნდა გასცე. თორემ უძლურებაში გითვლიან შინ მაგარი და გარეთ მხდალი ადამიანები, მაგრამ „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, ასე რომ, ღირსეული შვილის გამზრდელ დედას მთავარი მისია შესრულებული აქვს.

ნათელი დაადგეს ქალბატონი ციცინოს ხსოვნას“, - წერს ოქიტაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner