თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და „ნაციონალური მოძრაობის" შესახებ წერს:
„ძუძუმწოვრებს შხამიანი რეპტილიების დანახვაზე სხვადასხვა რეფლექსები აქვთ. იღრინებიან, ბალანი ეშლებათ, გამოიყოფა ადრენალინი, ორგანიზმში სრული მობილიზაცია ცხადდება.
სწორედ ასეთი რეაქციები აქვს ხალხის უდიდეს უმრავლესობას ნაცების, რესპების და მათი მოკავშირეების დანახვაზე.
ეს ამბავი გასაკვირი არაა, ვინაიდან მათ მიერ გამომუშავებული ინფორმაციული ნეირომაპარილეზებელი შხამების ტოქსიკურობა აფრიკული შავი მამბისა თუ ავსტრალიური ტაიპანის ანალოგიურია.
ამიტომაც გამოიყურება ოცნების ხელმძღვანელობა ასე უმწეოდ-ეშინიათ არ დაგესლონ..
ანტიდოტები არა აქვთ- ვერ გამოიმუშავეს.
არა უშავს, ჯერ კიდევ არიან საქართველოში რეპტილიებთან ურთიერთობის მცოდნე სპეციალისტები. მალე ამოძვრებათ შხამიანი ღოჯები და მათი სისინი სასაცილო გახდება.
P.S. ეს ასოციაციები ბატონი თამაზ მეჭიაურის თამარ კორძაიასთან დებატის ნახვისას გამიჩნდა, რომელიც დღეს ვნახე. რეფლექსებიც ზემოთაღწერილი მქონდა და არც ახლა გამიარა."