logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: ხორბლის ფასის ზრდას შეეძლო გავლენა მოეხდინა ქართულ ბაზარზეც
- +

11 დეკემბერი. 2018. 22:31

 

 

„ვხედავთ, მსოფლიო ბაზრებზე დინამიკას - გაიზარდა ხორბლის ფასი და ამას შეეძლო გავლენა მოეხდინა საქართველოს ბაზარზე“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება უმოკლეს ვადაში დაადგენს არსებობს თუ არა არასამართლიანი კონკურენციის ნიშნები.

 

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით ეჭვები გამოთქვა და შესაბამის ორგანოებს საკითხის შესწავლა დაავალა.

 

საქართველოში პური 5-10 თეთრით გაძვირდა, პურ-პროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ამის მიზეზად ფქვილზე ფასების ზრდას ასახელებენ. პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის თქმით, ზაფხულთან შედარებით ერთი ტომარა ფქვილი 32%-ით გაძვირდა. დღეს მისი ფასი 47-50 ლარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner