სკოლებში პატრიარქის სახელით სხვადასხვა სახის ლიტერატურის შეტანის ფაქტს საქართველოს საპატრიარქო სპეციალური განცხადებით ეხმაურება და მას თვითნებობას არქმევს.
„როგორც შევიტყვეთ, ზოგიერთი სკოლისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას უკავშირდებიან ცალკეული პირები და სთავაზობენ გარკვეული ლიტერატურის შეძენას კათოლიკოს-პატრიარქის სახელით.
აღნიშნული საერთოდ არ შეესაბამება რეალობას და ამის ჩამდენნი მოქმედებენ თვითნებურად“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.