დღეს ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე იმსჯელებს. ოფიციალური ინფორმაციით, განხილვა იუსტიციისა და საშინაო საქმეების კომიტეტში გაიმართება.
„საბჭოში მოხდება აზრთა გაცვლა სავიზო პოლიტიკის საკითხზე, საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თურქეთსა და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ჭრილში", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.