სერბეთის ფეხბურთის ასოციაცია UEFA-ში კოსოვოს გაწევრიანებას ასაჩივრებს. ქვეყნის მმართველმა ორგანომ ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლოში საჩივარი 13 მაისს შეიტანა და 25 მაისამდე დამატებითი არგუმენტაცია უნდა წარადგინოს.
UEFA-მ კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრად მაისის დასაწყისში მიიღო. ამ გადაწყვეტილებას მხარე 28 ქვეყნის ფედერაციამ დაუჭირა, 24 კი წინააღმდეგი იყო, მათ შორის საქართველო.
სერბული მხარე კოსოვოს სერბეთის ნაწილად მიიჩნევს და UEFA-ში მის დამოუკიდებელ წევრად მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კოსოვო FIFA-შიც მიიღეს.