logo_geo
eng_logo
სტრასბურგში სროლის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა
- +

12 დეკემბერი. 2018. 01:57

 

 

სტრასბურგში სროლის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. დაღუპულია ერთი პირი. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ პოლიციამ თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა.

 

ეჭვმიტანილის მიერ საშობაო ბაზრობაზე ცეცხლის გახსნის შემდეგ ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა. დაიხურა შემთხვევის ადგილთან ახლოს არსებული დაწესებულებები, მათ შორის ევროპარლამენტის შენობა. ახლომდებარე ტერიტორიიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

 

ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებს აქვთ დაკავებული. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიის საზღვართან არსებულ ქალაქში შინაგან საქმეთა მინისტრი გაგზავნა. თავად უწყებამ კი მიკრობლოგ Twitter-ის საშუალებით სტრასბურგის მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner