logo_geo
eng_logo
სტრასბურგში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
- +

12 დეკემბერი. 2018. 01:58

 

 

სტრასბურგში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა. დაშავებულია 11 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით, France Presse-ი ავრცელებს. BBC-ი კი დაუდასტურებელი ცნობებით, სამი დაღუპულის შესახებ იუწყება.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმას პარიზის პროკურატურის ანტიტერორისტული განყოფილება შეისწავლის.

 

სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელმა ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გახდა. როგორც უკვე ცნობილია, სამართალდამცავმა უწყებამ თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა და მისი სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილი კი პოლიციას აქვს დაკავებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner