logo_geo
eng_logo
ირაკლი გივიაშვილი: სტრასბურგში სროლის დროს ქართველების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა
- +

12 დეკემბერი. 2018. 03:48

 

 

„ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ცხელ ხაზზე არც ერთ ქართველს არ მოუმართავს, ინფორმაციით, რომ დაშავებულთა შორის ქართველები არიან“ – ამის შესახებ პირველ არხს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი გივიაშვილმა განუცხადა.

 

„არის ინფორმაცია, რომ სროლის შედეგად არიან დაშავებულები, დაღუპულია ერთი ადამიანი. ჩვენს საელჩოში, დიპლომატიური მისიაში გახსნილია ცხელი ხაზი. ამ დროის მონაცემებით, არც ერთ ქართველს არ მოუმართავს ინფორმაციით, რომ დაშავებულთა შორის ქართველები არიან. შესაბამისად, ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ დაშავებულთა შორის არიან ქართველები.

 

ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციას არსებულ ინციდენტზე, რადგან რეალურად, მხოლოდ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციაა ცნობილი. ასევე ველოდებით შსს-ს შემდგომ რეკომენდაციებს“, – განაცხადა ირაკლი გივიაშვილმა.

 

სტრასბურგის ცენტრში სროლის გამო, საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ყველა პირს, რომელსაც ესაჭიროება დახმარება, შეუძლია, დაუკავშირდეს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, სტრასბურგის ცენტრალურ ნაწილში, საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა. ბოლო მონაცემებით, სროლის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. მათგან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner