logo_geo
eng_logo
სფფ-ის აკადემიის გუნდები მაკედონიაში დამარცხდნენ
- +

20 მაისი. 2016. 10:09


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის 14-წლამდელთა გუნდი მაკედონიაში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე ბელარუს თანატოლებს დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 2:2 დასრულდა, რის შემდეგაც რეგლამენტის მიხედვით, მოთამაშეები 11-მეტრიანი დარტყმების შესასრულებლად გაემართნენ. პენალტების სერიაში ნორჩმა „ჯვაროსნებმა" მარცხი იგემეს - 1:3. მეტოქის კარის აღება დვალმა და ტეფნაძემ მოახერხეს.

 

სფფ-ის აკადემიის U14 გუნდი: უგრეხელიძე, მარტყოფლიშვილი, ლატარია, შალიკაშვილი, მირზიკაშვილი, ტალახაძე, ჯგუჯგია, გაგნიძე, კვარაცხელია, ჟივიძე, თოხაძე;


მთავარი მწვრთნელი: პაატა მეტრეველი


გოლები: დვალი (62'), ტეფნაძე (79');


ოთხთა ტურნირის მეორე შეხვედრაში აკადემიის 15-წლამდელთა გუნდი მაკედონიას დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 0:1.


სფფ-ის აკადემიის U15 გუნდი: ჩიკაშუა, აბზიანიძე, გულხადარაშვილი, ოდიშერიძე, აშორდია, ჩოთალაშვილი, მემარნე, მესიაჩენკო, გაგუა, ქვარაია, გულიაშვილი;


მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner