logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შეფასება პოზიტიური იყო
- +

12 დეკემბერი. 2018. 10:32

 

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შეფასება იყო პოზიტიური.

 

აპატურაის განცხადებით, არჩევნები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა როგორც სამართლიანი, თუმცა იყო ხარვეზებიც, რომლებიც მომავალ არჩევნებზე უნდა გამოსწორდეს.

 

„არჩევნები როგორც NATO-ს, აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ეუთო-ს ჩათვლით, შეფასდა როგორც ღია და სამართლიანი. თუმცა არსებობდა გარკვეული კრიტიკა, მაღალი პოლიტიკური რიტორიკის მიმართ და ჩვენ ეს დავინახეთ. არსებობდა მშვიდი პოლიტიკური გარემოს შექმნის მოთხოვნა და ვიმედოვნებთ, მომავალ არჩევნებზე ეს მოხდება, თუმცა საბოლოო შეფასება იყო პოზიტიური“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner