logo_geo
eng_logo
რუსთავის საკრებულოში ვეტერანების საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა
- +

12 დეკემბერი. 2018. 11:15

 

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ვეტერანების საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის სამოქმედო გეგმა და რუსთავში რეგისტრირებული ვეტერანებისთვის 2019 წელს, ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული სოციალური და სამედიცინო პროგრამები განიხილეს.

 

რუსთავის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ქვირიამ დამსწრე საზოგადოებას, მუნიციპალიტეტში ვეტერანებისთვის მოქმედი სოციალური პროგრამები დეტალურად გააცნო.

 

ვეტერანების საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომას ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი ლევან ამირიძე, უწყების წარმომადგენელი ზაზა სამხარაძე, ორგანიზაციის „ვეტერანთა სოლიდარობის კავშირი“ თავმჯდომარე დავით ქრისტესიაშვილი, რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია და ადგილობრივი ვეტერანები.

 

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარესთან, გრიგოლ ვეფხვაძესთან, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, დავით იშხნელთან და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელთან, ნინო ქვირიასთან, რუსთავში მცხოვრები ვეტერანებისთვის პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც ხაზგასმით აღინიშნა, ვეტერანთათვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ვეტერანების საკითხთა შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ეფექტური მუშაობის მნიშვნელობა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner