logo_geo
eng_logo
ლაშა ჟვანია: ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტი მუშაობას ადმინისტრაციულ ფლიგელში დაიწყებს
- +

12 დეკემბერი. 2018. 12:26

პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებელი კომისიის წევრის ლაშა ჟვანიას განცხადებით, თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში, სადაც პრეზიდენტის რეზიდენცია უნდა განთავსდეს, სარემონტო სამუშაოები გრძელდება.

 

„ორბელიანის სასახლეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ვგულისხმობ ადმინისტრაციულ ნაწილს. რაც შეეხება საპრეზიდენტო ფლიგელს, შესაძლოა, თვე-თვენახევარი დასჭირდეს. ვფიქრობ, აქ დაჩქარება საჭირო არ არის, რემონტი პრეზიდენტის რეზიდენციაში ყოველ წელიწადში ხომ არ გაკეთდება. ამის გამო, ალბათ, არჩეული პრეზიდენტი ადმინისტრაციულ ფლიგელში იქნება. შემდეგ კი, საპრეზიდენტო ფლიგელში გადავა. ესეც საერთოდ არ არის პრობლემა“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner