logo_geo
eng_logo
თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაცია იგეგმება
- +

12 დეკემბერი. 2018. 12:35

 

„თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაცია მოხდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

 

„მინდა, ვისაუბრო სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტზე. ჩვენ ამაზე არჩევნების წინაც ვისაუბრეთ, დავამზადეთ ვიდეოკლიპიც, თუ როგორ წარმოგვედგინა ამ პროექტის განხორციელება. გარდა მოდერნიზაციისა, ეს პროექტი ითვალისწინებს ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას, თავად კონცეფცია შეიმუშავა ესტონურმა კომპანიამ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, ეს არის „კოკო არქიტექსტი“, მას ძალიან ბევრი ამდაგვარი პროექტი აქვს განხორციელებული. მათ გადმოგზავნეს რამდენიმე ვერსია მერიაში, განხილული იქნა პროექტები და მოხდა შეჯერება. განხილვებში ჩართული იყო ჩვენი კულტურული საბჭო, ასევე სხავადასხვა სპეციალისტები, ისტორიის წარმომადგენლები, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები და შედეგად ორი ვარიანტი არის წარმოდგენილი“, - განაცხადა კალაძემ.

 

თბილისის მერმა ასევე ისაუბრა პროექტის ბიზნესსექტორისთვის წარდგენაზე.

 

„აქ მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, ასევე არის შესაძლებლობა, მოეწყოს რესტორანი და ზემოდან შესაძლებელია იყოს გადმოსახედი, პანორამული, ძალიან ლამაზი სივრცეა. თუმცა აქ არის პროექტის ორი ვარიანტი. ერთ შემთხვევაში ე.წ. უსაფრთხოების უჯრედი განთავსებულია ასასვლელის შუა ნაწილში, მეორე შემთხვევაში კი ეს უჯრედი არის წინა ნაწილთან მიდგმული. ორივე პროექტს განვათავსებთ ინტერნეტ სივრცეში და გვაინტერესებს საზოგადოების აზრი, თუ რომელი პროექტი უფრო მოსაწონი იქნება და რომლის განხორციელება იქნება საინტერესო სამომავლოდ. ვიზიტორთა ცენტრი გათვლილი იქნება დაახლოებით 300 000 დაინტერესებულ პირზე. 75 მეტრის სიმაღლეზე იქნება ეს ობიექტი, შესაძლებლობა გვექნება დავასაქმოთ დაახლოებით 50 ადამიანი. პროექტის განხორციელება დაახლოებით 10 მლნ დაჯდება. ამ პროექტს და ასევე პროექტს, რომელზეც ვსაუბრობდი, მუხიანთან დაკავშირებით -„რადიოქალაქის“ მოწყობა, წარვუდგენთ ბიზნეს სექტორს, რომ დავაინტერესოთ და განახორციელოს ეს მნიშვნელოვანი პროექტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner