ინაუგურაციის მოსამზადებელი კომისიის წევრის ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვა სომხეთის პრეზიდენტი, რომლისგანაც შესაბამისი დასტური მიღებულია, ასევე სხვა ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები.
„თბილისში, როგორც ცნობილია, არჩეული პრეზიდენტი მიბრძანდება წმინდა ილია მართლის საფლავზე. ასევე პატივს მიაგებს პანთეონში განსვენებულ საზოგადო მოღვაწეებს, ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი პიროვნებების საფლავებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
ზუსტად ვიცით, რომ ჩამობრძანდება სომხეთის პრეზიდენტი. საუბარი მქონდა ლიტვის საელჩოსთან და ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ჩამოვა, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები იქნებიან“, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.