logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: უჩა ნანუაშვილი მართლმადიდებლობისა და სახელმწიფოს მტერია!
- +

20 მაისი. 2016. 10:18


„უჩა ნანუაშვილი მართლმადიდებლობისა და სახელმწიფოს მტერია!" - აცხადებს მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე გაზეთ „ალიასთან" საუბრისას. ბრეგაძის თქმით, სახალხო დამცველი არის ერთ-ერთი აგრესიული სექტის წარმომადგენელი და მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს მტერი.

 

„სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა უნდა განაცხადოს და საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ იცოდეს, რა რელიგიური აღმსარებლობის არის იგი. მე რამდენადაც ვიცი, ის მალავს თავის რელიგიურ აღმსარებლობას, ვინაიდან ის გახლავთ ერთ-ერთი აგრესიული სექტის წარმომადგენელი, რომელი სექტაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აკრძალულუია, ისე, როგორც იაპონიაშია აკრძალული „აუმ სინრიკეს" ტერორისტული სექტა. დაახლოებით ასეთივე სექტის წარმომადგენელია ნანუაშვილი. საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რეალურად რატომ ებრძვის შეგნებულად მართლმადიდებლობას ეს ადამიანი და რატომ არის ის მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს მტერი, რადგანაც ნანუაშვილმა თავისი უპასუხისმგებლო, ავაზაკური და მოღალატეობრივი განცხადებებით ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.



აქვე ბრეგაძე ნანუაშვილს მორალისა და სინდისისგან დაცლილ პირს უწოდებს და ამბობს, რომ მან სასწრაფო წესით უნდა დატოვოს თანამდებობა.


 „პირდაპირ ვაცხადებ: უჩა ნანუაშვილმა, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა ვანდალების და ავაზაკების მიერ საქართველოს საპატრიარქოს კედლებზე შეურაცხმყოფელი სიმბოლოების გამოხატვას და მის შეურაცხყოფას. ეს ადამიანი არის მართლმადიდებლობისა და პირდაპირ უნდა ითქვას - საქართველოს სახელმწიფოს მტერი! ეს მანქურთი სახალხო დამცველი გახლავთ რწმენის, სინდისისა და მორალისაგან დაცლილი პირი, რომელიც სასწრაფო წესით უნდა გადადგეს და თუ არ გადადგება, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ერთი ადამიანი მაინც აღმოჩნდეს ისეთი, რომელსაც ეყოფა იმის ვაჟკაცობა და გამბედაობა, რომ მისი იმპიჩმენტის საკითხი დააყენოს და სასწრაფოდ მოგვაცილონ ეს არსაიდან მოსული, გაუნათლებელი პიროვნება სახალხო დამცველის აპარატს", - ამბობს ბრეგაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner